იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ტრენინგი თესაუში

2025 წლის 17 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ციფრული უნარების ტრენინგი: ვიზუალიზაცია და პროექტების მართვა“ ჩატარდა.

 ტრენინგი განთლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანა გიგაურმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნათელა ბაღათრიშვილმა გამართეს.

ტრენინგის მიზანი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება და მათი ციფრული უნარების განვითარება იყო. 

მონაწილეებმა სამეცნიერო პოსტერების მომზადება და პროექტის მართვა შეისწავლეს. 

კერძოდ, სამიზნე ჯგუფი გაეცნო ვებ–პლატფორმაზე დაფუძნებულ სხვადასხვა აპლიკაციებს ინსტურმენტებს, მათ შორის პროექტის მართვისთვის მნიშვნელოვან აპლიკაციებს - CANVA-სა და TRELLO-ს.

ტრენინგს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შემადგენლობიდან, 15 თანამშრომელი ესწრებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 835
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.