თესაუ-ს აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, სტუდენტთა სამეცნიერო კონკურსის გამარჯვებულია.
გოჩა შიშმანაშვილის ნაშრომს „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ტურიზმსა და რეკრეაციულ რესურსებზე საქართველოს შერჩეულ რეგიონებში“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 162 წევრისგან შედგენილმა ჟიურიმ, ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მიმართულებით, უმაღლესი შეფასება მისცა და პირველი ადგილი მიანიჭა.
სტუდენტის თემის ხელმძღვანელები არიან პროფესორი მაგდა დავითაშვილი და პროფესორი მარიკა ტატიშვილი.
სტუდენტური სამეცნიერო ნაშრომების საერთაშორისო კონკურსი „შავი ზღვის მეცნიერება“ უკრაინის რესპუბლიკის ქალაქ ოდესის ეროვნული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბაზაზე, შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელისა და ISEKI-კვების ასოციაციის ხელშეწყობით, ყოველწლიურად ტარდება.
კონფერენციის გამარჯვებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.


