პროექტ ENRICHER HUB-ის ფარგლებში „მდგრადობა და ტურიზმის გავლენები“, თესაუში ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგის მიზანი მონაწილეებისთვის მდგრადი ტურიზმის პრინციპების გაცნობა, ტურიზმის გავლენების შეფასება და უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება იყო.
შეხვედრაზე განიხილეს შემდეგი თემები: ERICHER ჰაბის პროექტის არსი და მნიშვნელობა, მდგრადობა და ტურიზმის გავლენები, ღვინის ტურიზმი, როგორც რეგიონის მდგრადი ტურისტული განვითარების ფაქტორი, უსაფრთხოება ტურიზმში.
ტრენინგის მონაწილეები ჩაერთვნენ ჯგუფურ მუშაობაში, სადაც პრაქტიკული დავალებების შესრულებით გააძლიერეს მიღებული ცოდნა.
შეხვედრის დასასრულს გაიმართა შეჯამება, სადაც მონაწილეებმა ერთმანეთს შენიშვნები და რეკომენდაციები გაუზიარეს.