იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პერსონალი ბელგიაში ლუვენის უნივერსიტეტს ესტუმრა

პროექტ 3E-პარტნიორობის ფარგლებში თესაუ-ს პერსონალი ბელგიის ქალაქ გენტში, ლუვენის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

შეხვედრებზე დასაწრებად თესაუ-დან მიწვეულები იყვნენ ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორი, პროექტის 3E-Partnership მენეჯერი მაკა კოჭაური, აგრარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ლევან შავაძე, პროექტის უფროსი მკვლევარი, ზურაბ წიგნაძე.

ვიზიტის დროს, მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლება პროექტის წევრებს გააცნეს უნივერსიტეტში ენერგოეფექტურობის მიმართულებით არსებული კურსები, კვლევები და პროექტები.

სტუმრებმა, ასევე მოინახულეს ქარის წისქვილები და უნივერსიტეტის მფლობელობაში არსებული ფერმა, რომელიც მზის ენერგიით მარაგდება.

პროექტის წევრებმა კონსორციუმის შეხვედრებზე, იმსჯელეს იმ კურსებზეც რომელთა შემუშავება-დანერგვაც თითოეულ პარტნიორ უნივერსიტეტში იგეგმება.

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროექტი „3E-პარტნიორობა (3E-Partnership) -ევროპული ენერგოეფექტურობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთგაძლიერებული პარტნიორობის მიამრთულებით“, მიზნად ისახავს ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 193