იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის მიერ დაფინანსებული "3E-პარტნიორობა" ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+პროექტის „3E-პარტნიორობა“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.

პროექტის წევრებმა შეხვედრა გამართეს ეკოლოგიის, აგრონომიის და მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე კურსების შინაარსთან, სტატუსთან და აქტუალობასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

პროექტის ფარგლებში, ორი ახალი სასწავლო კურსის, მზის განახლებადი ენერგიის მოპოვება, აგროვოლტაიკი და განახლებადი ენერგიის წყაროების შემუშავება- დანერგვაა დაგეგმილი.

მკვლევრების მიერ შემუშავებული კურსები აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ეკოლოგიის, აგრონომიის და მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამებში დაინერგება.

უახლოეს მომავალში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში, ერთერთ სასწავლო კორპუსზე მზის ელექროსადგური დამონტაჟდება.

პროექტი „3E-პარტნიორობა - ევროპული ენერგო-ეფექტურობა", საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთგაძლიერებული პარტნიორობის მიმართულებით“, თესაუში 2023 წლის დეკემბრიდან ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, სასწავლო კურსების შემუშავებას და ცნობიერების ამაღლებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 365