იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს მეღვინეობა "ხარებას" წარმომადგენლები ესტუმრნენ.
კომპანიის თანამშრომლები უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
" ხარებას" წარმომადგენელმა, გიორგი ხიდეშელმა კომპანიის ისტორიის, მიღწევებისა და შესაძლებლობების შესახებ, მოკლე ექსკურსი გააკეთა და სტუდენტებისთვის შესათავაზებელ ვაკანსიებზე ისაუბრა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ღვინის კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ორგანიზება უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდნტთა კარიერული განვითარების სამსახურის უფროსმა, ქეთევან ხმალაძემ გაუწია.