იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა, ,,მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისათვისპირველ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ღონისძიებაზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, მაგდა დავითაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნანა ბერძენიშვილი, ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი - ნინაკა ბერძენიშვილი, ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ვიტალი პაპოვი და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი, ბექხან უმარაშვილი წარმოადგენდნენ.

ფორუმის პირველ ეტაპზე გამარჯვებულმა სტუდენტებმა, ვიტალი პაპოვმა და ბექხან უმარაშვილმა, მოხსენებები ფორუმის ფინალურ ღონისძიებაზეც წარადგინეს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტი, ნინაკა ბერძენიშვილი, პანელებზეგარემოს დაცვა და ევროინტეგრაცია“, „ეკონომიკური განვითარება და ევროინტეგრაცია“, მიმდინარე დისკუსიას ხელმძღვანელობასა და მოდერაციასაც უწევდნენ.

ფორუმში საქართველოს 12 უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ღონისძიება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების, საქართველოს პრეზიდენტის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1736
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.