იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "განათლება, კვლევა, პრაქტიკა" გაიმართა.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ დაფუძნებული კონფერენცია, წელს უკვე მეხუთედ ჩატარდა.
კონფერენციის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა და განათლების მეცნიერებათა ფქკულტეტის დეკანი, ნინო მოდებაძე მიესალმნენ.
განათლების მეცნიერებების სხვადასხვა მიმართულების მიხედვით დაყოფილ სექციებში, კონფერენციამ ორი დღის განმავლობაში იმუშავა.