Business challenge-ს მონაწილეები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი კომპანიის " ცივის ყველის" წარმომადგენელს შეხვდნენ.
შეხვედრის ფარგლებში კომპანიის წარმომადგენელმა მოისმინა სამივე გუნდის მიერ წარმოდგენილი საბოლოო ხედვები და მათ მიერ შემუშავებული ბიზნეს-გეგმები.
სტუდენტებმა გუნდებში ყველაზე ინოვაციური, კრეატიული და მდგრადი იდეები გამოავლინეს.
კომპანიის წარმომადგენელმა, დირექტორთან კონსულტაციის შემდეგ, წარადგინა საკუთარი შეფასება და ხედვა, რის შედეგადაც გამოვლინდა საუკეთესო გუნდი, რომლის შეთავაზება ყველაზე მეტად შეესაბამებოდა კომპანიის საჭიროებებს და ბიზნეს-გამოწვევების პრაქტიკულ გადაჭრის გზებს.


