თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამამ ,,ბავშვის უფლებები”აკრედიტაცია გაიარა.
აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, პროგრამას, კლასტერის ვადით, უპირობო აკრედიტაცია მიენიჭა.
სამაგისტრო პროგრამა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად შეიმუშავეს.
პროგრამა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით შეიქმნა.

