იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უკრაინის, ხარკოვის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციას ესწრებოდნენ.

კონფერენციის თემა იყო „უკრაინისა და მსოფლიოს ისტორიული განვითარების აქტუალური საკითხები ახალგაზრდების თვალები".

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეციერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა , კონფერენციაზე სხვადასხვა თემა წარადგინეს

ისტორიის საბაკალავრო საგანმანთელებლო პროგრამის მესამუ კურსის სტუდენტმა, შე ნათია ქორთიევმა, დამსწრეებს საკუთარი ნაშრომი , „ეროვნულ- განმათავისუფლებელი მოძარაობის დასკვნითი ეტაპი-9 აპრილის ტრაგედია“, გააცნო .

ნათია ქორთიევს ასოცირებული პროფესორი, მადონა ქებაძე უწევდა ხელმძღვანელობას.

ისტორიის ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლანდა ჩოხელიშვილმა და , ნესტან ყაზარაშვილმა წარადგინეს თემა „სრუტეების საკითხი გლობალური ცვლილებების პერიოდში".

სტუდენტებს ასოცირებული პროფესორი, მადონა ქებაძე ხელმძღვანელობდა.

მასწავლებლის მომზადების საბაკალავრო- სამაგისტრო ინტეგრირებული პროგრამის მესამე კურსის სტუდენტმა, რაიან სვიაკაურმა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორის, ნინო კოჭლოშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინა თემა "ზნეობრიობის პრობლემა ქართულ და ჩეჩნურ ფოლკლორში."

ქართული ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტმა, ელენე ოქრუაშვილმა კი, ასისტენტ პროფესორის, ნინო ძამუკაშვილისა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნინო გიორგაძის ხელმაზღვანელობით, დამსწრეებს გააცნო თემა , "დავით გურამიშვილის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლები".

 
მნახველთა რაოდენობა: 1651