იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნგრეთის ელჩი ესტუმრა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო და უნგრეთის პრემიერ მინისტრის მრვეველი, დოქტორი იშტვან შტუმპფი იმყოფებოდნენ.

იშტვან შტუმპფი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე და უნგრეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტის ყოფილი რექტორია.

სტუმრებს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ უმასპინძლა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა ქართული ღვინის ტექნოლოგიაზე, ამ მიმართულებით, უნივერსიტეტის მიღწევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ლევან შავაძემ სტუმრებს ლაბორატორიები და საერთაშორისო პროექტის DUGEOR ფარგლებში დაფინანსებული ღვინის მარანი დაათვალიერებინა.

მარანში უნივერსიტეტის მაგისტრი სტუდენტების ტექნილოგიით დამზადებული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაციაც შედგა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1538