იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
ELSEVIER-ის წარმომადგენლების ტრენინგი

საერთაშორისო ციფრული  სამეცნიერო გამომცემლობა

ELSEVIER-ის მომხმარებელთა კონსულტანტმა და კვლევითი მონაცემების ანალიტიკოსმა, ბარტეკ ვიეკოვსკიმ, კვლევითი  გადაწყვეტილებების ანგარიშების მენეჯერმა, ჯორჯია ნიკოლინმა და მომხმარებელთა წარმატების უზრუნველმყოფმა მენეჯერმა, ანტონ დეგტევმა შეხვედრის ფარგლებში განიხილეს მეცნიერების ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, კვლევითი პროდუქტიულობის ძირითადი მაჩვენებლები და კვლევითი სტრატეგიის დაგეგმვისა და შემუშავების საფუძვლები.

 შეხვედრაზე ასევე განიხილეს  ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესაძლებლობები აკადემიურ საქმიანობაში და მასთან დაკავშირებული ეთიკური და ხარისხობრივი საკითხები. 

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ტრენინგს ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი; წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი და ,,ჰორიზონტი ევროპას“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 40
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.