პირველი ინტელექტუალური თამაში თესაუში- რა? სად? როდის? სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულმა ექვსმა გუნდმა საკუთარი ცოდნა, სწრაფი აზროვნება და ლოგიკა რთულ გონებრივ ბრძოლაში წარმოაჩინა.
ემოციურ და კონკურენტულ გარემოში საბოლოო შედეგები ასეთია:
I ადგილი- გუნდი "პატენტი", რომელსაც პრიზის სახით "ბიბლუსის"მაღაზიათა ქსელის 500 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.
II ადგილი-გუნდი "ავატარი", რომელიც დაჯილდოვდა მაისურებითა და ჩანთებით თესაუს ბრენდინგით.
III ადგილი- გუნდი "ლამანტა", რომელმაც საჩუქრად მიიღო სტუდენტების მიერ თესაუს ღვინის მარანში დამზადებული ღვინო.
ინტელექტუალური თამაშის ყველა მონაწილეს შესაბამისი სიგელი გადაეცა.
ინტელექტუალური თამაში თესაუს სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
ფოტოები ეკუთვნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის IV კურსის სტუდენტს, სოფიკო ალხანაიძეს და ქვეყნდება ავტორის თანხმობით.









