იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სერბეთში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის, DUGEOR-ის ფარგლებში, სერბეთში, ნოვი სადში იმყოფებოდნენ.

სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს ნოვი სადის უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც პროექტის მმართველი კომიტეტის სხდომა ჩატარდა.

შეხვედრაზე, როგორც უკვე განხორცილებული, ისე სამომავლო აქტივობები განიხილეს.

სტუმრებს უმასპინძლა ნოვი სადის უნივერსიტეტის ბიზნეს აკადემიამაც.

პროექტის პარტნიორებს საშუალება ჰქონდათ, სერბეთში დუალური განათლების დანერგვასთან დაკავშირებული გამოცდილებისა და მთლიანად სერბეთის უმაღლესი განათლების სისტემის შესახებ , ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ.

სასწავლო ვიზიტის პარტნიორი, ხუთი ქართული უნივერსიტეტი, ოთხი კომპანია, განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრია.

პარტნიორების გარდა, სასწავლო ვიზიტში გერმანიიდან და ავსტრიიდან, FH Joanneum-ისა და DHBW-ის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3091