გუდავაძე- პატარაკაციშვილის ფონდის წარმომადგენლები, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის " მომავალ პედაგოგ"სტუდენტებს შეხვდნენ.
პროექტის ფარგლებში, ფონდის დირექტორი, ზურაბ კერვალიშვილი ფონდის სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდა და მათ სტიპენდიის მოპოვება მიულოცა.
ზურაბ კერვალიშვილი გაეცნო ყოფილი სტიპენდიანტების მიმდინარე საქმიანობას, რომლებიც უკვე წარმატებით დასაქმდნენ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში.
გუდავაძე- პატარკაციშვილის ფონდის სტიპენდიანტები , რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლებში, პედაგოგიურ საქმიანობას აქტიურად ეწევიან.