იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი, ყვავილებით შეამკეს. უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა, გმირთა მემორიალთან, კახეთის რეგიონის გუბერნატორთან, გიორგი ალადაშვილთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
34 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია, საბჭოთა არმიამ დაარბია. დარბევის შედეგად, დაშავდა 427 და დაიღუპა 21 მოქალაქე, მათ შორის, სკოლის მოსწავლეები. ზუსტად 2 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს იმჟამინდელმა უზენაესმა საბჭომ, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.