იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
ეროვნული მრგვალი მაგიდა“ PRODIGE-ს ფარგლებში

2025 წლის 4-5 დეკემბერს, Erasmus+ პროექტის PRODIGE  (ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში) ფარგლებში  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ეროვნული მრგვალი მაგიდა“ გაიმართა.

ღონისძიების მიზანი თითოეული პროექტის წევრი ინსტიტუციის მიერ ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების შეჯამება, გამოწვევების და ციფრული განათლების მიმართულებით დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იყო.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში ჩატარებულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდნენ  პროექტის პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლები. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წარდგენილი იყო პროექტის ინსტიტუციური მენეჯერი, ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორი მაკა კოჭაური.

ღონისძიების ფარგლებში ასევე განიხილეს ციფრულ განათლებაში ხარისხის უზრუნველყოფის საკითხები. სესიაზე  სიტყვით გამოვიდნენ წარმომადგენლები პროექტის პარტნიორი ევროპული ინსტიტუციებიდან.

ეროვნულ მრგვალ მაგიდას კონსორციუმის წევრების გარდა, საქართველოს სხვა უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 182
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.