იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ევროკომისიის დაფინანსებული პროექტის DUGEOR-ის შეხვედრა თბილისში ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ევროკომისიის მიერ თანადაფინანსებული პროექტის DUGEOR-ის პროექტის პარტნიორების შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

შევედრა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შედგა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პროექტის როგორც ქართველი, ისე უცხოელი პარტნიორები, რომლებმაც ქართველი მონაწილეების მიერ პროექტის ფარგლებში შემუშავებული დუალური განათლების მოდელი განიხილეს.

ასევე საუბარი შეეხო შესრულებული აქტივობების ხარისხს და დაიგეგმა ახლო მომავალში განსახორციელებელი დავალებები.

პროექტის ფარგლებში შედგა საერთაშორისო კონფერენციაც, რომელსაც 50-მდე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელი ესწრებოდა.

კონფერენციაზე პროექტის ავსტრიელმა და გერმანელმა კოლეგებმა მათ ქვეყანებში მიმდინარე დუალური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის დროს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.

შეხვედრაზე საკუთარი პრეზენტაციები დამსაქმებლებმა და უნივერსიტეტების წარმომადგენლებმაც წარადგინეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 199
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.