იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მედიატორთა ასოციაციის შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მედიატორთა ასოციაცია მოსამართლეთა კორპუსს, სასამართლო მედიაციაში ჩართულ ადვოკატებსა და მედიატორებს შეხვდა.

სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორი,შალვა ჭკადუა მიესალმა. მან სასამართლო მედიაციის როგორც ახალი ინსტიტუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"ჩვენ დიდი ხანია ვამზადებთ სამართლის სპეციალობის სტუდენტებს, რომლებიც მომავალში შესაძლოა გახდნენ მედიაციის მხარეები. ვიცით, რომ ეს ახალი სერვისია და სერიოზული მუშაობა სჭირდება. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად ვითანამშრომლოთ და მხარი დაგიჭიროთ"- განაცხადა ჭკადუამ.

მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ირაკლი ყანდაშვილმა, სასამართლო მედიაციის დანერგვის დღიდან დღემდე მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ყანდაშვილის ინფორმაციით, მედიაციის გამოყენებით, უკვე გადაწყვეტილია საქმე კახეთის რეგიონშიც.

შეხვედრას საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენელი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მარინა კვაჭაძე და USAID-ის წარმომადგენელი, ირაკლი გელოვანი ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2607
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.