იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ჩეხეთიდან, მენდელის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პერსონალთან და სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე, სტუმრებმა მენდელის უნივერსიტეტში არსებულ პროგრამებსა და ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
სტუმრები, ასევე, შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს.
უნივერსიტეტის მოწვეულმა დოქტორმა, მანუჩარ მესხიძემ სტუმრებს ქვევრის ღვინის ტექნოლოგიები გააცნო.
ლექციის შემდეგ გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, რომელსაც უძღვებოდა თესაუ-ს დოქტორანტი, შალვა ბატიაშვილი.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა მოინახულეს თესაუს პარტნიორი საწარმო "შატო შუხმანი", სადაც მათ მანსპინძლობა კომპანიის დირექტორმა, როლანდ ბურდიაშვილმა გაუწია.
სამომავლო თანამშრომლობის გზებზე, ჩეხმა სტუმრებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა ჭკადუასთან შეხვედრაზე ისაუბრეს.