იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა, მეთერთმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს. მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტებმა, ნუცა იორდანიშვილმა და გიორგი ერგემლიძემ, მაგისტრებმა დამსწრე საზოგადოებას ის თემები გააცნეს, რომლებიც საკუთარი სამაგისტრო ნაშრომების მიხედვით მოამზადეს.
კონფერენციას, სტუდენტების ხელმძღვანელები, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, მარიამ ხოსიტაშვილი და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, მედეა ორმოცაძე ესწრებოდნენ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს, ნუცა იორდანიშვილსა და გიორგი ერგემლიძეს, შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა.