იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია!

ერთი წლის განმავლობაში (1.10.2026-1.10.2027) განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე განხორციელდება პროექტი „STEM განათლების ხელშეწყობა კახეთის რეგიონის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“. პროექტის ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ნათელა ბაღათრიშვილი (თესაუ), 

კოორდინატორი - ასოცირებული პროფესორი ანა გიგაური(თესაუ), 

კონსულტანტი - პროფესორი, დავით სონღულაშვილი (სტუ)

პროექტის ფარგლებში:  

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის STEM ჰაბი აღიჭურვება ვირტუალური ლაბორატორიებით;

  • თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მოეწყობა STEM სივრცეები; 

  • კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში დაფუძნდება STEM კლუბები; 

  • ვირტუალური და პირისპირ ტრენინგებითა და ვორქშოფებით თესაუს ბაზაზე STEM მიმართულებით გადამზადდებიან:

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები;

  • თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 5-6 წლიანი ჯგუფების აღმზრდელ-პედაგოგები;

  • კახეთის რეგიონის საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნებისა და ტექნოლოგიების მასწავლებლები;

  • განხორციელდება ვიზიტები ტექნოლოგიურ პარკებსა და სამეცნიერო მუზეუმებში;

  • მოეწყობა STEM კონკურსი და სამეცნიერო ფესტივალი სამიზნე ჯგუფის მონაწილეობით

  • და სხვა.

პროექტში მონაწილეობის მიზნით ცხადდება შესარჩევი კონკურსი შემდეგი სამიზნე ჯგუფებისთვის: 

  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების  სტუდენტები 

სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/e9LHZVESEMNefpnn8

  • თელავის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები

ს/ბაღების მენეჯერთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/TJaChZ2ekEZj9mRw6 

  • კახეთის რეგიონის საჯარო და კერძო სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ბუნებისმეტყველება), მათემატიკისა და ტექნოლოგიების მასწავლებლები 

მასწავლებელთა სარეგისტრაციო ბმული https://forms.gle/yDeTVmn3nmfAHv6J9 

რეგისტრაციის ვადა: 16 ოქტომბერი, 2026 წელი

პროექტში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია!

სამიზნე ჯგუფები შეირჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე. 

 
მნახველთა რაოდენობა: 24
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.