იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY

       სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი  წარმოადგენს სასწავლო-კვლევით ორგანიზაციას, რომელიც, მისიიდან და დარგ(ებ)ის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის ინტეგრირებას ეკონომიკურ პროცესებთან, ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს, რითაც წვლილი შეაქვს მეცნიერულ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში  რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

           დღეისათვის, სამეცნიერო საქმიანობის სრულფასოვნად წარმართვის მიზნით, უნივერსიტეტში ჩამოყალიბებულია ოთხი სხვადასხვა მიმართულების დეპარტამენტი: 1. აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების;  2. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის;  3. განათლების მეცნიერებათა;  4. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა. შესაბამისად,  განსაზღვრულია მათი  ძირითადი კვლევითი პროფილები: აგრარული მეცნიერებები; ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები; ეკონომიკის  და ტურიზმის; სამართლის, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები; განათლების (პედაგოგიკა, ინკლუზიური განათლება), საგანთა სწავლების, ფსიქოლოგიის; ქართული და ინგლისური ფილოლოგიის, ისტორიის მეცნიერებები.  დასახელებული კვლევითი პროფილებიდან უნივერსიტეტისათვის, რეგიონის საჭიროებებიდან გამომდინარე, მისიითა და  სტრატეგიული გეგმით პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს: აგრარული, ტურიზმისა და განათლების მიმართულებები.

      უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს: კავკასიის კვლევების ცენტრი, სადაც მიმდინარეობს როგორც კავკასიის რეგიონის, ისე მეზობელი ქვეყნების ისტორიის პრობლემატური საკითხებისა და თანამედროვე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარების შესწავლა; ქიმია-ტექნოლოგიის ლაბორატორია, სადაც იკვლევენ  ღვინოს, ყურძენს და დაკონსერვებულ პროდუქტსსოფლის მეურნეობის ლაბორატორიარომელიც ემსახურება რეგიონის ნიადაგების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების, სასუქების და პესტიციდების კვლევას; ბიოლოგიის ლაბორატორია, რომელიც ემსახურება მიკროორგანიზმების, განსაკუთრებით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მავნებელ/ დაავადებების კვლევას და კიდევ ერთი კვლევითი ლაბორატორია, რომელიც ძირითადად იკვლევს არომატულ კომპონენტებს, მაგ.: ღვინო, წვენი, ღვინომასალების მიკროორგანიზმები; უნივერსიტეტის განკარგულებაშია საცდელი კვლევითი  და სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომელიც შესაძლებლობას  იძლევა ინოვაციების განსახორციელებლად.

 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.