იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალთა მიმართ, ან ოჯახში ძალდობის საკითზებზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს.
სააგენტოს კახეთის სამსახურის წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს , ძალადობის მსხვერპლთა სახელმწიფო მომსახურებების, კრიზისული ცენტრების, თავშესაფრისა და კომპენსაციების შესახებ, დეტალურად განუმარტეს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
საინფორმაციო ხასითის ტრენინგი, ქალთა მიმართ, ან ოჯახში ძალადობის 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა.