იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართლ- კახეთის მეფის, ერეკლე მეორესა და მისი ეპოქის შესახებ, სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმი ჩატარდა.
ფორუმის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა და სამეცნიერო საქმიანობაში, სტუდენტების მონაწილეობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
" ჩვენ მოხარულები ვართ თქვენი ჩართვით სამეცნიერო პროცესში. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს , რომ დღევანდელი დღე, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლეს ეპოქას ეძღვნება. მინდა წარმატებები გისურვოთ და გითხრათ, რომ სამეცნიერო და კვლევითი მიმართულებით, ყოველთვის გქონდეთ ჩვენი მხარდჭერის იმედი"- განაცხადა ჭკადუამ.
სამეცნიერო ფორუმზე, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის თექვსმეტმა სტუდენტმა ერეკლე მეორესა და მისი თანამედროვე ეპოქის თაობაზე, მოხსენება წარადგინა.
მომხსენებლებს , თემების მომზადებასა და დამუშავებაში ხელმძღვანელობა გაუწიეს უნივერსიტეტის პროფესორებმა, თენგიზ სიმაშვილმა, ნინო გიორგაძემ, თეიმურაზ ახალმოსულიშვილმა, მანანა ღარიბაშვილმა, ნინო გოგიაშვილმა, ნუნუ გელდიაშვილმა, მედეა მეტრეველმა, ნინო კოჭლოშვილმა, შორენა წიგნაძემ და მაია კობიაშვილმა.
დასასრულს უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბმა, " ერეკლე მეორე" ფორუმის მონაწილეებს სამახსოვრო საჩუქრები და სერთიფიკატები გადასცა.
ღონისძიებას ორგანიზება უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა და რექტორის მოადგილემ, სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა გაუწიეს.
სტუდენტთა სამეცნიერო ფორუმს, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ.