იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესპანეთის ქალაქ ხაენის უნივერსიტეტის პროფესორი, ხესუს ლოპეზი ეწვია.
პროფესორი უნივერსიტეტის რექტორს შალვა ჭკადუას, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, დეპარტამენტის წარმომადგენლებსა და ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი პროგრამის შემუშავების პერსპექტივაზე იმსჯელეს და სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
პროფესორმა უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩაუტარა ლექციები თემაზე ,,სოციალური ცვლილებები და ინგლისური ლიტერატურა. ეთნიკურობა და ეკონომიკა“.
თანამშრომლობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ხაენის უნივერსიტეტში შორის, მომავალშიც გაგრძელდება.