თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, განათლების სამინისტროს მენტორი ლექტორის, ხათუნა საგინაშვილის საჯარო ლექცია ჩატარდა.
უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე "საერთაშორისო ორგანიზაციები და ეროვნული სახელმწიფო".
ხათუნა საგინაშვილმა სახელმწიფოების განვითარების პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების როლსა და გლობალიზაციის საკითხებზე ისაუბრა.
შეხვედრა აქტიური კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.