იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,თანამედროვე მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე“ - მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მონაწილეობდა

 იაკობ გოგებაშვილის სახეობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში მიმდინარე სამეცნიერო კონფერენციაზე თემა წარადგინა. სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, მაია ალადაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს საკუთარი თემა ,,ცირკულარული ეკონომიკა და მდგრადი განვითარების პრიორიტეტები საქართველოში" გააცნო. მაია ალადაშვილი, კონფერენციის საორგანიზაციო  კომიტეტის წევრადაც იყო არჩეული. კონფერენციას ნიქოზიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ღონისძიების თანაორგანიზატორები, ეკონომიკური კვლევის და განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი იყვნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2172
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.