იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საახალწლო ზეიმი მოეწყო. უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა საახალწლო მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარმოადგინეს. საახალწლო ღონისძიებას უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, შალვა ჭკადუა და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
საახალწლო ზეიმი კულტურის სამსახურისა და სტუდენტური თვითმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.