იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ვორქშოპი სტუდენტებისათვის

პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა საზოგადოებრივი ინიციატივების სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს 2026 წლის 11-13 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო Erasmus+პროექტის PROVE-ის ფარგლებში ორგანიზებული ვორქშოპი.

ღონისძიება იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა თამარ ასლანიშვილმა გახსნა.

ღონისძიებაში პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ტრენერები და წინასწარ შერჩეული სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ვორქშოპში თითოეული პარტნიორი ორგანიზაციიდან მონაწილეობდა 5-5 სტუდენტი, რომლებმაც გუნდური მუშაობის ფორმატში იმუშავეს საკუთარ თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათზე რეაგირების მიზნით Community Action Plan-ების შემუშავებაზე.

სამდღიანი პროგრამა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სესიებს მოიცავდა.

მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდული პროექტების, სერვისული სწავლების (Service Learning) და VaKE მეთოდოლოგიის მნიშვნელობაზე საზოგადოებრივი აქტივობების დაგეგმვის პროცესში.

პროგრამის ფარგლებში გაიმართა გამოცდილების გაზიარების, დისკუსიისა და თვითრეფლექსიის სესიებიც.

ვორქშოპის მთავარი ნაწილი დაეთმო სტუდენტების ჯგუფურ მუშაობას, რომლის დროსაც მონაწილეებმა თავიანთი თემებისთვის აქტუალური პრობლემები განსაზღვრეს და კონკრეტული სამოქმედო გეგმები შეიმუშავეს.

საბოლოო ეტაპზე სტუდენტურმა გუნდებმა შექმნილი Community Action Plan-ები წარადგინეს და მიღებული გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარეს.

პროექტი ევროკავშირის მიერ Erasmus+ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.