იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,ვენაში AWC მიერ ორგანიზებულ ღვინის კონკურსში, დეგუსტატორად მიიწვიეს.
აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის , სასურსათო ტექნოლოგიების სპეციალობის სტუდენტი, ქეთი ჯაფარიძე დეგუსტაციაში ფრანგ, ესპანელ, ბერძენ და ჩეხ სომელიეებთან ერთად მონაწილეობდა.
“Vienna International wine challenge არის საკმაოდ პროფესიონალური დეგუსტაცია. ღვინის განაწილების სისტემის გამო, ვფიქრობ შედარებით მკაცრიც და ჩემთვის ასევე იგრძნობოდა მაქსიმალურად სამუშაო და სწორ შეფასებაზე ორიენტირებული გარემო ვფიქრობ, რომ ჩვენი იქ ყოფნა კიდევ ერთხელ არის ქართველების აღიარება ევროპელების მხრიდან. დღეს ქართული მეღვინეობა ძალიან საინტერესოა მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია ვიცნობდეთ მათ სტანდარტებს და გემოებს. მსგავსი კონკურსები კი გვაძლევს სწორედ ამ ინფორმაციას და გამოცდილებას, რასაც შემდგომ, მეღვინეებს ვუზიარებთ"- თქვა ჯაფარიძემ.
წელს, ვენაში 41 ქვეყნის 10 000- ზე მეტისახეობის ღვინო იყო წარმოდგენილი.
კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მკაცრი შეფასების სისტემით და მაღალი სტანდარტებით არის ცნობილი.