იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტის ფარგლებში თესაუმ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი დაიწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სოციალურ-ემოციური უნარების სწავლება დაწყებითი განათლების სტუდენტებისთვის" ფარგლებში ახალი თანამშრომლობა ექვს უნივერსიტეტთან დაიწყო.

პროექტში ჩართულები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების მოდული, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტროსაფეხურის პროგრამაზე უკვე დაამტკიცა.

2024 წლის შემოდგომის სემესტრისათვის სტუდენტებს ჰქონდათ კურსის არჩევის შესაძლებლობა.

სასწავლოკურსს გაუძღვებიან თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, ასოცირებული პროფესორი ია ჩაქიაშვილი- კალმახელიძე და ასისტენტ პროფესორი ნინო გიგილაშვილი.

პროექტს საქართველოში შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო (BBSA-Georgia) ახორციელებს პროექტისსპონსორებიარიან გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, PASHA Bank Georgia და თიბისი ბანკი.

 
მნახველთა რაოდენობა: 53
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.