2022 წლის 11.07-17.07 ივლისს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა ტრენინგი ,,საინფორმაციო ტექნოლოგიები მეცნიერებაში", რომელსაც უძღვებოდა აა(ი)პ ასოციაცია მეცნიერებისათვის პრეზიდენტი თამარ ხახუტაშვილი. ტრენინგი მოიცავდა მკვლევართათვის მეტად მნიშვნელოვან საკითხებს: სამეცნიერო ბაზებში რეგისტრაცია და პროფილების შექმნა; მაღალრეიტინგული სამეცნიერო ინდექსირებული ჟურნალების ძიებისა და სტატიების გამოქვეყნების ტექნოლოგიები; ციტირების ინდექსის გამოთვლისა და ამაღლების შესაძლებლობები და სხვა.
მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.