იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა, ქალთა მიმართ ძალადობისა და პრევენციის საკითხებზე, დღეს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისაუბრა.

თავად დეპუტატმა სტუდენტურ აუდიტორიას საქართველოში არსებული ვითარებაზე, ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებსა. და ევროინტეგრაციის პროცესში ქალთა მიმართ ძალდობის აღმოფხვრის როლზე მიაწოდა ინფორმაცია.

ნინო წილოსანმა, ამავდროულად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის სურვილი დააფიქსირა.

შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრი, ქეთი ჩარკვიანი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სახალხო დამცველის ოფისის და ორგანიზაცია მერსი კორპსის წარმომადგენლები.

დეპუტატები და შეხვედრის სპიკერები, აუდიტორიას უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ წარუდგინა.

ინფორმაცია ძალადობის შესახებ სტუდენტებმა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი მსოფლიო კამპანიის ფარგლებში მიიღეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1412