იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს შეხვდა.
შეხვედრის თემა, საგამოცდო ცენტრსა და გამოცდების ჩაბარების ტექნოლოგიებში შეტანილი ცვლილებები იყო.
რექტორმა ცვლილებებთან დაკავშირებით, პროფესორ- მასწავლებლებისა და სტუდენტების მოსაზრებები და შეფასებები მოისმინა.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმსაც მოიცავდა.
რექტორმა, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დასმულ ათობით კითხვას უპასუხა.