თესაუს აკადემიური პერსონალის კიდევ ერთი წარმატება - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის პროექტი რუსთაველის ფონდის კონკურსის გამარჯვებულია.
პროფესორ ნინო კოჭლოშვილის სამეცნიერო პროექტმა შოთა რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა და დაფინანსება მოიპოვა.
პროექტის “შიო არაგვისპირელის თხზულებათა სრული კრებულის აკადემიური გამოცემა“ ფარგლებში, შიო არაგვისპირელის თხზულებათა სრული კრებულის ორტომეულის აკადემიური გამოცემა მომზადდება.
გამოცემაში გათვალიწინებული იქნება 1889-1927 წლების პერიოდიკაში მოპოვებული შიო არაგვისპირელის მივიწყებული და მკითხველისათვის უცნობი ნაწარმოებები.
ორტომეულში მოხვდება ნოველები, რომლებიც ავტორს საკუთარ გამოცემებში არ შეუტანია და ასევე, შემდგომი გამომცემლების ყურადღების მიღმა დარჩა.
გამოცემას თანდართული ექნება სრული სამეცნიერო-საცნობარო აპარატი, აღჭურვილი იქნება პასპორტებით, შენიშვნებით, ლექსიკონითა და ლინგვისტური გამოკვლევით.
შიო არაგვისპირელის თხზულებათა ახალ კრებულზე პროფესორი ნინო კოჭლოშვილი, პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ზარდიაშვილი და ფილოლოგიის დოქტორი მაია კობიაშვილი იმუშავებენ.