იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II- ს დაბადებიდან 304- ე წლისთავი, თელავის ისტორიულ მუზეუმში ვორქშოპით აღნიშნეს.
ღონისძიებაზე სტუდენტებმა წარადგინეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, თენგიზ სიმაშვილის ხელმძღვანელობით მომზადებული მოხსენებები, ერეკლეს ცხოვრების, მოღვაწეობის, ევროპისკენ სწრაფვის, ერეკლე II-ის ძეგლის დადგმის წინა ისტორიის და ფართე საზოგადოებისათვის უცნობი თემების შესახებ.
უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებლის, არქეოლოგ გიორგი მწყერაძის ხელმძღვანელობით, სტუდენტებმა დაათვალიერეს თელავის ისტორიული მუზეუმის ექსპოზიციები.
სტუდენტური ვორქშოფი უნივერსიტეტის კავკასიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ,,მეფე ერეკლე II’’-ის სტუდენტური კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.