მემორანდუმზე ხელის მოწერის ცერემონიალი განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებული ეროვნული სკოლა-ტრენინგის „იმუნიტეტი, ანტიმიკრობული რეზისტენტობა და ფაგოთერაპია,“ პირველ დღეს შედგა.
ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ნუნუ მიცკევიჩმა და თესაუს რექტორის მოადგილემ ირმა შიოშვილმა მოაწერეს ხელი.
განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ ტრენინგზე ელიავას ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან მოწვეულმა სპეციალისტებმა იმუნოლოგიის საკითხებზე, ანტიმიკრობულ იმუნიტეტსა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის პრობლემატიკაზე ისაუბრეს. ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.