იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა საერთაშორისო სტუდენტური კონფერენციაში „SEU ISC S-2023“ მიიღეს მონაწილეობა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე სამი ნაშრომი წარადგინეს. კონფერენციის მონაწილეებმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის, ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტების, ელენე ზაალიშვილის და მარიამ მარკოზაშვილის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მაია ალადაშვილის ხელმძღვანელობით და ამავე სპეციალობის მაგისტრატურის პირველი კურსის სტუდენტ, ანა შიუკაშვილის, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, მარიამ ზაქარიაშვილის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა თემაზე დაწერილი ნაშრომები მოისმინეს.

სტუდენტთა ნამუშევრები კონფერენციის მოხსენებათა კრებულში გამოქვეყნდება. კონფერენციის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2119
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.