იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,ლინგვისტიკის" სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებმა ნაზი ღარიბაშვილმა და ია გრიშიკაშვილმა, მაგისტრანტთა და დოქტორანტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციიაზე თემა წარადგინეს.
სტუდენტების მოხსენებამ - ,,სამეტყველო ეტიკეტის კონცეპტოსფერო ქართულსა და ინგლისურში", შესაბამისი სერთიფიკატი დაიმსახურა.
თემის სამეცნიერო ხელმძღვანელები იყვნენ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, ნუნუ გელდიაშვილი და მანანა ღარიბაშვილი .
კონფერენცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.