ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროექტი PRODIGE - ს პირველ შეხვედრას თესაუს წარმომადგენელი დაესწრო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელი Erasmus+ "PRODIGE -ციფრული უმაღლესი განათლების ხელშეწყობა საქართველოში", პროექტის გახსნით შეხვედრას ესწრებოდა.

ღონისძიებაზე თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორმა , პროექტის მენეჯერმა მაკა კოჭაურმა, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, პრეზენტაცია წარადგინა.

შეხვედრა გახსნეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, პროფესორმა კახა შენგელიამ და EFMD-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორმა, დოქტორმა კრისტოფ ტერასმა.

გახსნით შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, პროექტის ქართველი და უცხოელი პარტნიორები, მათ შორის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.

პროექტი თესაუ-ში 2024 წლის დეკემბრიდან, EFMD - მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდის კოორდინირებით მიმდინარეობს.

პროექტის მთავარი მიზნებია საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების შესაძლებლობების განვითარება, ციფრული განათლების პოლიტიკის განვითარება და რეფორმები, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების ჩამოყალიბება, საქართველოს უნივერსიტეტების ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, ციფრული სწავლებისა და საქართველოში უმაღლესი განათლების სექტორის ციფრული ტრანსფორმაციის ხელშეწყობა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხორვატიის ალგებრას უნივერსიტეტთან ერთად, პროექტის IV სამუშაო ჯგუფის - “სტრუქტურული და ორგანიზაციული ქცევის ადაპტაცია", ლიდერია.

 
მნახველთა რაოდენობა: 271
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.
Loading...