იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ, ადმინისტრაციულმა და აკადემიური პერსონალმა, გიორგი ანწუხელიძის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, აგვისტოს ომის გმირის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
მემორიალთან იმყოფებოდნენ კახეთის რეგიონის პირველი პირები, ეროვნული გვარდიის მე-20 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ჯარისკაცები და ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
41- ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის რუსეთ- საქართველოს ომში, ტყვედ ჩავარდა. წამებისა და დაკითხვის შემდეგ, ქართველი სამხედრო მოკლეს.
გარდაცვალების შემდეგ, ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.







