პრეზენტაციას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები და სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, მარინა კვაჭაძე ესწრებოდნენ.
პლატფორმა სტუდენტებს, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, დარგობრივი ცოდნის გაღრმავების, საჯარო მმართველობის პროცესში ჩართვისა და იუსტიციის სამინისტროს რეფორმების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.
ინოვაციური პროექტი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სამართლის სპეციალობის სტუდენტებისთვის