თესაუ-მ პანკისის ხეობის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები დაიწყო

მიმდინარე წლის 12 აპრილიდან იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიცირებით დაიწყო პროექტი, რომელიც პანკისში მცხოვრებ XI-XII კლასის მოსწავლეებში ინგლისური წერის უნარ-ჩვევების განვითარებას  ისახავს მიზნად, რაც მათ  ეროვნული გამოცდების უკეთ ჩაბარებასა და შემდგომ კარიერულ წინსვლაში დაეხმარება.

პროექტის ავტორები არიან ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი მანანა ღარიბაშვილი და  ინგლისური ენის პედაგოგი სამანტა კერლი         (ინგლისური ენის სწავლების ხელშეწყობის პროგრამის_ETA ფარგლებში წარმომადგენელი, თესაუ). პროექტის განხორციელების ადგილია როდი სკოტის ფონდი (ახმეტის რაიონი სოფ. დუისი).

 
მნახველთა რაოდენობა: 431
 
 
 
 
2023 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2023-6-31'