იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამეცნიერო კონფერენცია თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა.

პროექტის „ინდოევროპულ ენათა მემკვიდრეობა: ტრადიციები და სამომავლო პერსპექტივები“ ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენციაზე „ენათა განვითარების აქტუალური ტენდენციები და პერსპექტივები გლობალურ მსოფლიოში“, თესაუს ქალმა მკვლევრებმა სხვადასხვა თემაზე მოხსენებები წარადგინეს.

კონფერენციაზე გამოვიდნენ პროფესორი ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი, პროფესორი ნინო კოჭლოშვილი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნახუცრიშვილი, ასოცირებული პროფესორი სედა ასატუროვი, ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი ელენე ფილაშვილი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შაშვიაშვილი, ასოცირებული პროფესორი მარიამ ზაქარიაშვილი, ასისტენტ-პროფესორი შორენა წიგნაძე, ასისტენტ-პროფესორი მედეა მეტრეველი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტი ეკატერინე წულაძე (ხელმძღვანელები: პროფ. მანანა ღარიბაშვილი; პროფ. ნუნუ გელდიაშვილი).

კონფერენციას უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა ესწრებოდა.

ღონისძიება მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

 
მნახველთა რაოდენობა: 436
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.