ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი თესაუში-სალომე გეორგიევს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ირმა შიოშვილმა უმასპინძლა.
ირმა შიოშვილმა სტუმართან, წამყვან ფრანგულ უნივერსიტეტებთან წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ურთიერთობებზე და თესაუს პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.
ფრანგი სტუმარი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფრანგული ენის შესწავლის საკითხითა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამებითაც დაინტერესდა.
შეხვედრაში მონაწილეობდა განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ნინო მოდებაძე, რომელმაც სალომე გეორგიევს ფაკულტეტზე მიმდინარე, საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტები გააცნო.
მხარეებმა სამომავლო გეგმები და ურთიერთანამშრომლობის შემდგომი პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრას ფრანგული ინსტიტუტის თანამშრომლები, ნათია მსხალაძე, ელენა ტრონკო და ქეთევან ქურციკიძე ესწრებოდნენ.
ფრანგული ინსტიტუტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების დაქვემდებარებაში მყოფი ოფიციალური ორგანიზაციაა, რომლის მთავარ მისიას ფრანგული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია წარმოადგენს. საქართველოში ის 2002 წლიდან არსებობს.







