იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოში პირველად, თესაუს იურიდიულ კლინიკაში ინოვაციური პროგრამა დაინერგება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის მიმართულების იურიდიული კლინიკა, მეწარმეობის დამწყებ ეტაპზე მყოფი მოქალაქეებისათვის უფასო საინფორმაციო მომსახურებას განახორციელებს.

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის პროექტის ფარგლებში, კლინიკა დაინტერესებულ პირებს ბიზნეს გეგმისა და სამართლებრივი პაკეტის მომზადებაში დაეხმარება.

იურიდიული კლინიკის ფარგლებში, ასევე განხორციელდება მოსახლეობის უფასო იურიდიული კონსულტაცია, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და სასამართლოში წარმოდგენა; სტუდენტები სამართლებრივ საკითხებზე ინფორმაციულ შეხვედრებს, მოქალაქეებთან და რეგიონის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ჩაატარებენ.

უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტის განხორციელებაზე ცნობილი იურისტები და ეკონომისტები იმუშავებენ..

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში პირველია, რომლის „იურიდიული კლინიკის პროგრამის“ ფარგლებში დაინერგება ინოვაციური მიმართულება, რაც თავის მხრივ, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის უფასო დახმარების გაწევას, ხოლო მეორეს მხრივ, სტუდენტთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით, მათ რეგიონში დასაქმებას შეუწყობს ხელს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1697
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.