იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტატისტიკის სამსახურმა თესაუს სტუდენტებს ვაკანსიები შესთავაზა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის თანამშრომლები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

კახეთის სტატისტიკის ბიუროს უფროსმა, ლევან ჯანდიერმა, შეხვედრის მონაწილეებს მოსახლეობის 2024 წლის აღწერის ფარგლებში, დასაქმება შესთავაზა.

ჯანდიერმა დეტალურად აღწერა სამუშაოები, რომლებიც დასაქმებულებმა უნდა შეასრულონ და შესაბამისი ანაზღაურებაც მიიღონ.

შეხვედრას, რომელიც კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ორგანიზება თესაუს ადამიანური რესურსების მართვისა და სტუდენტთა კარიერული წინსვლის სამსახურმა გაუწია.

 
მნახველთა რაოდენობა: 155
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.