იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები სამეცნიერი კონფერენციებზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარულ სამეცნიერო კონფერენციაზე „ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისათვის" მოხსენებები წარადგინეს.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიის ფაკულტეტის ბიოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა, ლიკა ყალამაშვილმა და მარიამ ხმიადაშვილმა კონფერენციას წარუდგინეს თემა „პესტიციდების ნეგატიური მოქმედების შეფასება ადამიანის ორგანიზმზე კახეთის რეგიონში”.

სტუდენტებს ხელმძღვანელობა, პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა და ასისტენტ პროფესორმა დარეჯან მარგალიტაშვილმა გაუწიეს.

კონფერენციაზე მოხსენება, ასევე ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა, ცისანა კოლოტაძემ წარადგინა. პროფესორ მაგდა დავითაშვილის ხელმძღვანელობით, კოლოტაძემ გაიტანა თემა „აზბესტი, რეალური საფრთხე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.“

სტუდენტურ კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბმა, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანამონაწილეობით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ჩაატარა.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ სტუდენტთა VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაშიც, რომელიც ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა ცისანა კოლოტაძემ წარადგინა ნაშრომი „ბიოჰუმუსის მნიშვნელობა და გამოყენება”. სტუდენტს ხელმძღვანელობა პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნანა ბერძენიშვილმა გაუწიეს.

ცისანა კოლოტაძემ კონფერენციის კომისიის წევრებისგან შესაბამისი სერტიფიკატი მიიღო.

კონფერენციას ცამეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორმოცდაათამდე სტუდენტი, მათ შორის, პოლონეთის, ბულგარეთის და უკრაინის უნივერსიტეტების სტუდენტებიც ესწრებოდნენ.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეთორმეტე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე თესაუს მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტებმა, ცისანა კოლოტაძემ და გაგა გარგელიძემ წარადგინეს ნაშრომი „ჭარბი წონითა და სიმსუქნით გამოწვეული დაავადებები და მათი პრევენცია” .

სტუდენტებს ხელმძღვანელობა პროფესორმა მაგდა დავითაშვილმა გაუწია.

კონფერენციაში, როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა უნივერსიტეტის 260- მდე მომხსენებელი მონაწილეობდა.

სტუდენტთა კონფერენციებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უჭერდა მხარს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1014
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.